Monday, August 9, 2010

მრამოხედვა

ყოველთვის მაინტერესებდა  რა ფენომენია

მრავლისმეტყველი გამოხედვა,

ანუ როგორც მე ვეძახი ხოლმე ”მრამოხედვა” .

ადრე ვაკვირდებოდი ხალხს, იქნებ ვინმე ვიპოვო

ასეთი გამოხედვით, მაგრამ, ვერ ვიპოვე.

 პრობლემა ”გამოხედვაში” და ”მრავლისმეტყველში” არის:

ზოგს მრავლისმეტყველება აკლია, ზოგს შეიძლება აქვს,

მაგრამ აუცილებელია რომ ჯერ რაღაც/ვიღაც

სხვას უმზერდეს და მხოლოდ ამის

შემდეგ უნდა ”გამოგხედოს”, თორემ პირდაპირ

თუ გიყურებს, აღარ გამოდის ეს სანუკვარი

”მრამოხედვა”. ბოლოს ვერსად ვერ ვიპოვე და თავი დავანებე...

ზუსტად ისეთი  შაბათი იყო, გამთენიისას რომ აჭარისკენ გარბიხარ თავქუმდმოგლეჯილი დილის ზღვას რომ მიუსწრო...

არ ვიცი მარილიანი წყლის ბრალია თუ რისი, მაგრამ საკმარისია ზღვის წყალში ერთი გაბანავება და ყოველგვარი დაზაბულობა და სტრესი მეხსნება, მავიწყდება ყველა პრობლემა...

არცერთ აუზს არ აქვს ასეთი ეფექტი და საერთოდ არაფერს იმის მსგავსი რაც ზღვის წყალს...

ჩემი ბანაობა  როგორც წესი გალურჯებამდე გრძელდება, მერე წყლიდან ამოსვლაც ხომ მთელი რიტუალია: ნელ ნელა გრძნობ საკუთარი სხეულის წონის მომატებას ფეხის ტერფებზე და რაც უფრო გამოდიხარ წყლიდან ეს გრძნობა მით უფრო გადადის ტკივილში, სანამ ტლანქი და ახალფეხადგმული ბავშვივით სუსტი ნაბიჯებით არ მიაღწევ სანუკვარ მიზანს - წყლის პირას შენი ჩუსტების დისლოკაციის ადგილს.

ამის მერე იწყება დათბობის პერიოდი, მზე ნელნელა იწყებს თავის სამაშველო საქმიანობას და ტანზე დაყრილი ბუსუსებიც ისევე მშვიდად და ნაზად ჩაბრუნდება როგორც ბავშვობაში თაფლიან ქილაში ჩადებული კოვზი მიდიოდა ფსკერზე. 

ამის მერე უკვე მზე სასარგებლო კიარა მავნეა ჩემი კანისათვის და სასწრაფოდ ქოლგის ქვეშ გადავდივარ და აბსოლუტურად ”რელაქსირებული” ვტკბები მთელი ამ გამოვლილი პროცესით და ჩემეული ”რიტუალით” (თუმცა დიდი ალბათობით ანალოგიური რიტუალი აქვს ატასობით სხვა ადაიანს და ამაში ორიგინალური სულაც არ ვარ:-)  )  

ამას დავუმატე მუსიკა, მუსიკასთან ჩემს მეგობრობაზე აქ არ დავწერ,  სულ სხვა და დიდი თემაა. ძალიან უხდება წყნარი ზღვა და პინკ ფლოიდის ჩილაუტ ტრიბუტი  ერთმანეთს.(ქართულად მაგარი  გამოვიდა ”პინკ ფლოიდის ჩილაური”  : ჵ ) ზღვის ყურებისას ასეთ მუსიკას სადღაც შორს მივყავარ...საკუთარ ფიქრებში...ფიქრები კი არასოდეს ვიცი საით გადამისვრიან... 

ხმაამოურებლად, ვუყურებდი ზღვის ჰორიზონტს, ფიქრების გემში ვიჯექი და მუსიკა ძლიარ ზურგის ქარად იქცა...ნელ ნელა ფილოსოფიური მიმართულებაც ავიღე, რა ჯობია ცუდი რეალობა და კარგი სიზმრები თუ კარგი რეალობა და ცუდი სიზმრები, რა არის სიამოვნება? მართლა სასიამოვნოა ეს ზღვა თუ მე ”გავასასიამოვნოვე”?

ასეთ მუსიკალურ/ვიზუალურ/შეგრძნებით სიამოვნებაში ალბათ 15-20 წუთი მაინც ვიყავი გაუნძრევლად

ბოლოს დუმილი დავარღვიე და ჩემს ერთ ”თანა-მეზღვაურს” გადავხედე

- აუ, რა კარგია -შევაფასე ჩემი მდგომარეობა

- აბა, ძალიან მაგარია! - დამიდასტურა მეგობარმა- არადა იქ არის საშუალო სტატისტიკური გოგო, ეგეთები მოშნად დადიან ქუჩაში.  ნახე რა ტანი აქ! -  და წყლიდან ამოსულ უკრაინის დროშასავით ყითელთმიან გოგოს თვალი გააყოლა. 

-  ”მრამოვიხედე”...